პროექტის პორტფოლიო
ვისწავლე პროექტის დაგეგმის,მოწყობის და ჩატარების სფეციფიკა.ვფიქრობ ყოველივე ეს დამეხმარება შემდგომი ეფექტური მუშაობისათვის.შევიძინე მეგობრები, რომელთა რჩევებს გავითვალისწინებ ჩემს შემდგომ მუშაობაში .
ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო მადლობა ჩვენს ტრენერს ქალაბტონ ირინეს.
ფაცია გაბუნია
Tuesday, July 12, 2016
Friday, July 8, 2016
ჩატარებულმა ტრენინგმა საშუალება მომცა გავრკვეულიყავი პროექტის არსში,შინაარსსა და სწორად წარმართვაში.
ვიმსჯელეთ შეფასების ფორმებზე. შეფასების სხვადასხვა მეთოდი და ინსტრუმენტი დამეხმარება პროექტის პროცესის ეფექტურად წარმართვაში,არასწორი შეხედულებების კორექტირებაში,აქტივობების ობიექტურად შერჩევაში,შეფასებასა და თვითშეფასებაში.
მოსწავლეებს შეფასების რუბრიკა დაეხმარებათ გაიაზრონ თუ რას უნდა პასუხობდეს ესა თუ ის კონკრეტული ნაშრომი.როგორ გამოკვეთონ პრობლემა და რაზე გაამახვილონ ყურადღება.
მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები დამეხმარება სწორი მიმართულება მივცე პროექტის მსვლელობას.ეფექტური იქნება ისეთი პროექტი,სადაც შესაძლებელია განუვითარო მოსწავლეებს ისეთი უნარები,როგორიცაა :სინთეზი,ანალიზი და შეფასება.
დღევანდელ დღეს ვისაუბრეთ კოლეგების უკუკავშირის ფორმებსა და მეთოდებზე.
გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენს მიერ დაწერილი პროექტები.გავითვალისწინეთ ამ პროექტებში დადებითი და რჩევის მისაცემი ფაქტორები,იყო თუ არა პროექტი სრულყოფილად საჭირო კრიტერიუმების მიხედვით წარდგენილი.
მივეცით ერთმანეთს რჩევები და ჩემი აზრით,უკუკავშირი ეხმარება არამარტო იმას ვინც აძლევს უკუკავშირს,არამედ პროექტის ავტორსაც.
უკუკავშირის დროს შეგვიძლია დავინახოთ პოზიტიური და ნეგატიური მხარეები.
ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვაზე,რასაც გავითვალისწინებ შემდგომში, რათა არ დავარღვიო სხვისი საავტორო უფლება. დავინახე აგრეთვე,რომ აზრთა გაზიარებისა და ერთმანეთზე რჩევების მიცემისას მორგებულად გამოვიყენო საკომუნიკაციო საშუალებები,რაც მომცემს დროის დაზოგვის საშუალებას.
მოსწავლის განვითარების პროგრესისათვის აუცილებელია სასწავლო პროცესის სწორი შეფასება.
ვიმსჯელეთ შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე.პროექტის განმავლობაში გამოიყენება შესაბამისი ინსტრუმენტები: პროექტის დაწყებამდე,მსვლელობა და პროექტის ბოლო.
აღნიშნული ინსტრუმენტები დამეხმარება დასაწყისშივე განვსაზღვრო მოსწავლის წინარე ცოდნა და საჭიროებები.მსვლელობისას მათი თვითრეგულირება და როგორ გავუზარდო მოტივაცია.პროექტის დასასრულს კი მოვახდენ მათი ცოდნის დემონსტრირებას.
Subscribe to:
Posts (Atom)